მსოფლიო ჩემპიონატი - საბა ადამიამ 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა
ალბანეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საბა ადამიამ ვერცხლის 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ახალგაზრდა ძალოსანმა ატაცში სამივე მისვლა გამოიყენა და 128/132/137 კგ. დაძლია, რითაც ვერცხლის მედალი დაისაკუთრა და მსოფლიო ჩემპიონ ყაზახ ნიკიტა აბდრახმანოვს 27 კილოთი ჩამორჩა.
საბა ადამია აკვრაში დაძლეული 165/168/ კილოგრამით იგივე სინჯის მედლის მფლობელი გახდა. ორჭიდში მოგროვილი 305 კილოგრამით კი კვარცხლბეკის ვიცე-ჩემპიონის ტიტული გაიფორმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი ლევან ოჩიგავამ მოიპოვა. 81 კილოგრამ წონით კატეგორიის ორჭიდის ჯამში ოჩიგავამ 322 კგ. დააფიქსირა.