საშინელ ავარიაში მოყვა | მაროკოელი ფეხბურთელი სიკვდილს გადაურჩა
მაროკოელი ფეხბურთელი, სოფიან კიინი საშინელ ავარიაში მოყვა. კიინმა, რომელიც ბელგიის უმაღლეს დივიზიონში მოასპარეზე „ლეუვენის“ ღირსებას იცავს, საჭის კონტროლი დაკარგა და სპორტული დარბაზის კედელს შეასკდა.
კიინი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გზის მონაკვეთზე, რომელზეც მაროკოელს ავარია მოუვიდა, 90 კმ/სთ-ის განვითარებაა დაშვებული და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ „ლეუვენის“ ფეხბურთელმა სიჩქარეს ბევრით გადააჭარბა. სპორტ დარბაზში, რომელსაც კიინი შეეჯახა, ბავშვები იმყოფებოდნენ და საბედნიეროდ, დაზიანება არც ერთს მიუღია.
???????????? El momento del grave accidente de Sofian Kiyine ????
— Futbol Marroqui 212 (@FutbolMarroqui) March 30, 2023
ALLAH Y CHAFIH ????pic.twitter.com/EU8nx5v6pa
„კიინი უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს და დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ინციდენტისას სხვა ავტომობილი არ დაზიანებულა. კლუბი მას სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს“, - განაცხადა „ლეუვენის“ წარმომადგენელმა.
კიინი 25 წლისაა და ბელგიაში დაიბადა. მას „ლაციოში“, „სალერნიტანაში“, „კიევოში“ და „ვენეციაში“ უთამაშია და „ლეუვენს“ გასულ ზაფხულში შეუერთდა.