ხვიჩა კვარაცხელია, ალესანდრო ფლორენცი
Aa
Aa

მილანის ფეხბურთელი: „კვარა გუნდურად უნდა გავაჩეროთ“

„მილანის“ ფეხბურთელმა, ალესანდრო ფლორენციმ Sportmediaset-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და „ნაპოლისთან“ ჩანიშნულ შეხვედრებზე ისაუბრა. ფლორენციმ კომენტარი „პარტენოპეის“ ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ასპარეზობაზეც გააკეთა და განაცხადა, რომ „როსონერიმ“ „კვარა“ გუნდურად უნდა შეაჩეროს.

ნაპოლისთან სერია A-ში გასამართ შეხვედრაზე

„თითოეულ შეხვედრას ინდივიდუალურად უნდა მივუდგეთ. მილანი ძლიერი გუნდია, თუმცა არის სეზონები, როცა ყველაფერი კარგად მიდის და არის სეზონები, როცა მოვლენები არც თუ ისე კარგად ვითარდება. ზოგჯერ, ჩნდებიან სხვა გუნდები, რომლებიც გადამწყვეტ მომენტს პოულობენ და ერთ-ერთი მაგალითი წლევანდელი ნაპოლია. მიმდინარე სეზონში, ჩვენი მიზანი ტოპ 4-ში მოხვედრაა“.

ნაპოლისთან ჩემპიონთა ლიგაზე გასამართ შეხვედრებზე

„ძლიერი გუნდის წინააღმდეგ 2 რთული მატჩი გველოდება, თუმცა არ მგონია, რომ ნაპოლიში წილისყრის შედეგები და ჩვენთან დაპირისპირება გაუხარდათ. კარგ შეხვედრებს ვიხილავთ და დიდხნიანი პაუზის შემდეგ, იტალიური კლუბი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის შესანიშნავი რამაა. რა თქმა უნდა, დაუმარცხებელი არავინაა და ვნახოთ, რა მოხდება“.

ხვიჩა კვარაცხელიაზე

„ხვიჩა ძალიან კარგი ფეხბურთელია, რომელიც განსხვავებას ქმნის. მგონია, რომ ის გუნდურად უნდა შევაჩეროთ და არა ინდივიდუალურად, მაგრამ ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნაპოლის, როგორც გუნდის შეჩერება, ერთი ფეხბურთელის დაკეტვაზე მნიშვნელოვანია“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „მილანის“ პირველი მატჩი სერია A-ს ეგიდით, 2 აპრილს გაიმართება, 12-ში და 18-ში კი ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგაზე შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნისტელროი: წარმოუდგენელია რუსეთთან როგორ წავაგეთ, ევრო 2008 უნდა მოგვეგო
ნისტელროი: წარმოუდგენელია რუსეთთან როგორ წავაგეთ, ევრო 2008 უნდა მოგვეგო