ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, მასიმო პეგანინი
Aa
Aa

პეგანინი: „კვარა თუ ოსიმენი? უარს ხვიჩაზე ვიტყოდი“

მილანის „ინტერის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მასიმო პეგანინიმ, რომელიც მილანურ კლუბში 1993-97 წლებში თამაშობდა, Ticinonotizie-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენზე ისაუბრა. 

მასიმო პეგანინიმ „ინტერთან“ ერთად UEFA-ს თასი მოიგო (1993-94).

ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს შორის არჩევანის შემთხვევაში რომელ ფეხბურთელზე იტყოდა უარს,  პეგანინი ასე პასუხობს:

„თუ მე ერთ-ერთი უნდა ავირჩიო, უფრო მეტად კვარაცხელიაზე ვიტყოდი უარს, რადგან ძალიან რთულია ისეთი ფორვარდის პოვნა, როგორიც ოსიმენია, რომელიც უამრავ გოლს იტანს და რომელიც თამაშებზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს.  ვფიქრობ, გარემარბის შეცვლა უფრო ადვილია და ამას იმის მიუხედავად ვამბობ, რომ კვარა უმაღლესი დონის ფეხბურთს თამაშობს, დღემდე ასეა და ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე. შენ შეგიძლია რაღაც გააკეთო კვარას გარეშე, მაგრამ ოსიმენის გარეშე თამაში უფრო რთულია“.

კვარაცხელიასა და ოსიმენის შესახებ „ნაპოლის“ ფეხბურთელმა ალესანდრო ძანიოლომ ისაუბრა, რომელიც „სამპდორიაშია“ განათხოვრებული.

„კვარაცხელია და ოსიმენი ფენომენალური მოთამაშეები არიან. უფრო მეტს ვერ ვიტყვი, მათთან ერთად ვარჯიში სასიამოვნო იყო“.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 21 მატჩში 11 გოლი შეაგდო. ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილზეა. მას ოსიმენი (21) და ლაუტარო მარტინესი (14) უსწრებენ. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა (10). სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით, კვარაცხელიამ 30 მატჩში 14 გოლი შეაგდო და 14 საგოლე პასი შეასრულა.

რაც შეეხება ვიქტორ ოსიმენს, 24 წლის ნიგერიელმა ფორვარდმა სერია ა-ს 23 მატჩში 21 გოლი შეაგდო, ბომბარდირთა დავას ლიდერობს, მეორე პოზიციაზე ლაუტარო მარტინესია 14 გოლით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპეკია: „მარადონას არ შევადაროთ, მაგრამ კვარას ჩემპიონის თვისებები აქვს“
სპეკია: „მარადონას არ შევადაროთ, მაგრამ კვარას ჩემპიონის თვისებები აქვს“