რუუდ ვან ნისტელროი
Aa
Aa

ნისტელროი: წარმოუდგენელია რუსეთთან როგორ წავაგეთ, ევრო 2008 უნდა მოგვეგო

რუდ ვან ნისტელროი 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე რუსეთთან ნიდერლანდების მარცხს ახსნას დღემდე ვერ უძებნის.

„ვამაყობ, რომ ნაკრებში 14 წელი ვითამაშე. ეს სტაბილურობაზე რაღაცას ამბობს. მაგრამ თუ ჩვენ ვსაუბრობთ დიდ ტურნირებზე, მაშინ იმედგაცრუებასთან გვაქვს საქმე.

1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გამოვტოვე, ევრო 2000-ზე ტრავმა მივიღე, 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოვხვდით. 2004, 2006 და 2008 წლებში ტურნირებზე ვიყავი. ბოლო ტურნირი 2010 წელი იქნებოდა, მაგრამ საბოლოოდ არ წამიყვანეს“.

- გქონდა განცდა, რომ ერთ-ერთი ტურნირი უნდა მოგეგო?

„დიახ, ვფიქრობ, ევრო 2008, როცა ჯგუფურ ეტაპზე იტალიას (3:0) და საფრანგეთს (4:1) მოვუგეთ.

ჩვენ უნდა მოგვეგო. გვყავდა რობენი, სნეიდერი, ვან პერსი, ვან დერ ვაარტი, ვან ბრონხორსტი - ამ გუნდს შეეძლო გამარჯვება.

- მაგრამ რატომ ვერ გაიმარჯვეთ?

„მიჭირს ამის ახსნა. მეოთხედფინალში რუსეთს ვეთამაშეთ და წავაგეთ“.

- კიდევ ფიქრობთ ამაზე?

„დიახ, ეს იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი. წარმოუდგენელ ფორმაში ვიყავით, მსოფლიო ჩემპიონები და საფრანგეთი დავამარცხეთ. და უცებ ეს თამაში რუსეთთან, დამატებით დროში წავაგეთ. როგორ მოხდა ეს? და ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც ბევრი ჟურნალისტი სვამს: რა მოხდა რუსეთთან მატჩში?

ძნელი ასახსნელია. უბრალოდ მოხდა ის, რაც ფეხბურთში ხდება“.

- განაცხადა პსვ-ს მთავარმა მწვრთნელმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თითქოს არც ვარსებობ...“ - გველესიანი საქართველოს ნაკრებზე
„თითქოს არც ვარსებობ...“ - გველესიანი საქართველოს ნაკრებზე