ოსიმენმა ნიგერიაში თავისი იღბლიანი ნიღაბი დაკარგა
იტალიელი ჟურნალისტი რაფაელ აურიემა, რომელიც „ნაპოლისთან“ ახლო ურთიერთობით არის ცნობილი, სოციალურ ქსელში სახალისო ამბავს ავრცელებს.
ჟურნალისტის თქმით, ვიქტორ ოსიმენმა ნიგერიაში ყოფნისას თავისი „იღბლიანი“ ნიღაბი დაკარგა. სახის ტრავმის შემდეგ, როგორც მოგეხსენებათ ოსიმენი დამცავით თამაშობს და ეს უკვე 2 წელია გრძელდება.
ნიგერიელი ფორვარდი თავისი ცრურწმენებით ცნობილია და ამ ფაქტის გამო „ოსიმ“ ინერვიულა.
„ოსიმენმა თავისი იღბლიანი ნიღაბი დაკარგა. მან ეს ნიგერია-გვინეა ბისაუს მატჩის შემდეგ შენიშნა, როცა შეხვედრის შემდეგ უკან ბრუნდებოდა. ფეხბურთელის ორთოპედი მას ახალ ნიღაბს დაუმზადებს, იქამდე კი ვიქტორს მილანთან შეხვედრაში ძველი ნიღბით თამაში მოუწევს“.
- წერს სოციალურ ქსელში რაფაელ აურიემა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ „მილანის“ მატჩი კვირას, 2 აპრილს, 22:45 საათზე „დიეგო მარადონაზე“ გაიმართება.