ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ზედიზედ მეორედ | ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელია

„ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. „კვარამ“ ეს აღიარება ზედიზედ მეორედ, მიმდინარე სეზონში კი მესამედ მოიპოვა და სერია A-ს ისტორიაში ერთადერთია, ვინც აღნიშნული ჯილდო (ერთ სეზონში) 3-ჯერ დაისაკუთრა.

ამ პრიზის მოპოვების შემდეგ, ცნობილ ვიდეოთამაშში, FIFA 23-ში კვარაცხელიას სპეციალური ქარდი გამოჩნდება. ხვიჩას საერთო რეიტინგი 88 გახლავთ. სისწრაფეში 92 დაუწერეს, დარტყმაში - 82, დრიბლინგში - 90, ფიზიკურობაში - 80, პასებში - 85, ხოლო დაცვაში - 52. ხვიჩამ კიმ მინ ჯეს, არმან ლორიენტეს, ადრიენ რაბიოსა და დესტინი უდოგის აჯობა.

„კვარაცხელიასთვის წარმატებებისა და აღიარებების სერია გრძელდება და ხვიჩა პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო ერთ სეზონში, 3-ჯერ მიიღო. მარტში გამართული მატჩებისას ნაჩვენები თამაშის წყალობით, ნაპოლის გარემარბმა, როგორც გოლების, ისე საგოლე გადაცემების გრაფაში ორნიშნა რიცხვები დააფიქსირა. კვარაცხელიამ, თავისი მაღალი ხარისხის დამსახურებით, საფეხბურთო ქომაგების გულებში ადგილი დაიმკვიდრა, ატალანტას წინააღმდეგ შესანიშნავი გოლი გაიტანა და ნამდვილი მარგალიტია“, - განაცხადა სერია A-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ლუიჯი დე სიერვომ.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე „ნაპოლის“ მაისურით 29 შეხვედრა ჩაატარა, რომლებშიც 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა, იტალიის სერია A-ში კი მის ანგარიშზე 12 გოლი და 10 საგოლე პასია. ოსიმენმა იტალიის ჩემპიონატში თავი 21-ჯერ გამოიჩინა, ჩემპიონთა ლიგაზე - 4-ჯერ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევროპის ჩემპიონატი - მასტერ ლიგის ნაკრების ისტორიული გამარჯვება
ევროპის ჩემპიონატი - მასტერ ლიგის ნაკრების ისტორიული გამარჯვება