იუტა ჯაზი, სანდრო მამუკელაშვილი, სან ანტონიო
Aa
Aa

17 ქულა იუტასთან! - მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ ტურში სანდრო მამუკელაშვილის სან ანტონიომ საკუთარ მოედანზე იუტა ჯაზს უმასპინძლა და 11 ქულის სხვაობით, 128:117 დამარცხდა.

ქართველი კალათბურთელი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მარცხის მიუხედავად, თავისი გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

იუტელების წინააღმდეგ მამუკელაშვილმა 28:42 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში 17 ქულა, 8 მოხსნა და 5 ასისტი მოაგროვა. ამასთან, ბურთი სამჯერ დაკარგა და მეტოქის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდა.

სან ანტონიოდან სანდროზე უკეთესი შედეგი მალაკაი ბრენჰემმა დააფიქსირა, რომელსაც 21 ქულა ჰქონდა, დევონტე გრეჰემმა და ტრე ჯონსმა კი „მამუს“ მსგავსად, 17-17 ქულა დააგროვეს.

შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელი კი იუტა ჯაზის მოთამაშე, ტეილენ ჰორტონ-ტაკერი გახდა, რომელმაც 41 ქულას მოუყარა თავი.

სან ანტონიო მომდევნო შეხვედრას სტუმრად, გოლდენ სტეიტის წინააღმდეგ 31 მარტს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მანრესასთან საუკეთესო იყო - შერმადინის 21 ქულა და ტენერიფეს გამარჯვება
მანრესასთან საუკეთესო იყო - შერმადინის 21 ქულა და ტენერიფეს გამარჯვება