ხვიჩა, მესი, კაზემირო - The Athletic-მა კვარა მსოფლიოს ნაკრებში შეიყვანა
გავლენიანი გამოცემა The Athletic ყოველთვის გამოირჩეოდა ინოვაციური იდეებით და საინტერესო სტატიებით.
დღეს, The Athletic-მა მოქმედი ფეხბურთელებიდან მსოფლიოსა და ევროპის საუკეთესო თერთმეტეული შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ნაკრებში ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა და ეს ბევრისთვის გასაკვირია, რადგან „ნაპოლის“ შემტევი ევროპელია, ხოლო ევროპის ნაკრებში მარცხენა ფლანგზე კილიან მბაპე მოგვევლინა.
სტატიის ავტორი ხსნის, თუ რატომ შეიყვანა ქართველი ფეხბურთელი მსოფლიოს და არა ევროპის ნაკრებში:
„არჩევანი შესაძლოა გეოგრაფიულად საკამათო იყოს. საქართველო ტრანსკონტინენტური ქვეყანაა, რომელიც ევროპის და აზიას შორის მდებარეობს. რადგან ევროპის ნაკრების მარცხენა ფლანგს მბაპე იკავებს და ჩვენ აქცენტს მიმდინარე სეზონის გამორჩეულ ვარსკვლავებზე ვაკეთებთ, ხვიჩას დაყენება მსოფლიოს ნაკრებში გადავწყვიტეთ.“
მსოფლიოს ნაკრები:
მეკარე: ანდრე ონანა
მცველები: ჰაკიმი, ტაპსობა, კიმ მინ-ჯე, ალფონსო დევისი
ნახევარდაცვა: კაზემირო, კაისედო, ვალვერდე
თავდასხმა: მესი, ოსიმენი კვარაცხელია
„1 წლის წინ, კვარაცხელია ვირტუალური უცნობი იყო, რომელმაც ყაზანის „რუბინთან“ თანამშრომლობა მას შემდეგ გაწყვიტა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო. ქართველ ფეხბურთელს „ნაპოლი“ ნანატრ სკუდეტომდე მიჰყავს და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გაიყვანა.
ხვიჩა არის ფეხბურთელი, რომელმაც დიეგოს ბრემენის „ვერდერის“(2006/2007 წლები) შემდეგ ტოპ 5 ლიგაში, სადებიუტო სეზონში 10+ გოლი და საგოლე პასი დააგროვა. ქართველის ქიმია ოსიმენთან ერთად ნამდვილი სიამოვნებაა. გარდა ამისა, თუ თქვენ აირჩევთ ფეხბურთელს, რომელსაც სამი საუკეთესო მეტსახელი აქვს, აუცილებლად ხვიჩა იქნება. „კვარადონა, „კვარავაჯო“, „ჩე კვარა““.
ევროპის ნაკრები:
მეკარე: დონარუმა
მცველები: კანსელუ, ვან დაიკი, გვარდიოლი, ზინჩენკო
ნახევარმცველები: როდრი, დე ბრუინი, მუსიალა
თავდასხმა: მბაპე, ჰოლანდი, საკა