ჩელსი, რომან აბრამოვიჩი, ვიტესი, მერაბ ჟორდანია
Aa
Aa

ვიტესის ირიბი დაფინანსება აბრამოვიჩისგან - კავშირი მერაბ ჟორდანიასთან

ავტორიტეტული გამოცემა Goal.Com რომან აბრამოვიჩთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. გამოქვეყნდა მოხსენება, რომელშიც წერია, რომ 2010 წელს „ვიტესმა“ რუსი ოლიგარქისგან ფეხბურთელების საიჯარო ხელშეკრულებებით 117 მილიონი ევრო მიიღო.

ასევე, The Guardian-ის ექსკლუზიურ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ „ვიტესის“ დაფინანსებაში რომან აბრამოვიჩმა მონაწილეობა მიიღო. ნიდერლანდურ კლუბს კი იმ პერიოდში ქართველი ყოფილი ფეხბურთელი მერაბ ჟორდანია ხელმძღვანელობდა. ინფორმაციამ აბრამოვიჩის ფაილებიდან გამოჟონა, რომელიც ცხადყოფს მის საიდუმლო მხარდაჭერას ოფშორულ „საგადასახადო სამოთხესთან“ რეგისტრირებულ რამდენიმე სუბიექტთან.

The Guardian იმასაც წერს, რომ იმ პერიოდში „ვიტესი“ აბრამოვიჩთან ურთიერთობის გამო უკვე იყო ნიდერლანდური ფეხბურთის ასოციაციის რადარზე. ჟორდანია ოლიგარქის ახლო მეგობარი იყო და შემდეგ კლუბში მის ნაცვლად რუსი ბიზნესმენი ალექსანდრ ჩიგრინსკი დაინიშნა.

„ვიტესი“ „ჩელსის“ „პარტნიორი კლუბი“ გახდა, საიდანაც იჯარის წესით უამრავ ფეხბურთელს იმატებდა. ამის ნათელი და ყველაზე კაშკაშა მაგალითები ნემანია მატიჩი და მეისონ მაუნთი არიან. აბრამოვიჩის ოფშორული საქმიანობა იმდენად გაუმჭვირვალე იყო, რომ ორჯერ დაემალა ნიდერლანდური ფეხბურთის ასოციაციის გამოძიებას.

ახლა გაირკვა, რომ მისი სავარაუდო ფინანსური მხარდაჭერა მხოლოდ „ჩელსის“ არ ხმარდებოდა, არამედ 2010 წელს „ვიტესის“ ხარჯებშიც აისახა. ანგარიში დასძენს, რომ 2014/2015 წლებში ნიდერლანდური კლუბის მთლიანი ბრუნვა 14 მილიონი ევრო იყო, რაც ისეთი დონის კლუბისთვის, როგორიც „ვიტესია“, ნამდვილად მნიშვნელოვანი თანხაა.

რა მივიღეთ საბოლოო ჯამში? The Guardian-მა გამოაქვეყნა პუბლიკაცია, რომლის საშუალებითაც ცნობილი გახდა, რომ 2010 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, „ვიტესს“ ირიბად აფინანსებდნენ კომპანიები, რომლებიც რომან აბრამოვიჩის მფლობელობაში იმყოფებოდნენ.

რა თქმა უნდა, ამ გავრცელებულ ინფორმაციას „ვიტესი“ გამოეხმაურა და განცხადება გააკეთა:

„კლუბი ხაზს უსვამს, რომ სტატია, რომელიც ამ ინფორმაციას ეყრდნობა ჩვენთვის ცნობილი არასდროს ყოფილა. „ვიტესი“ ყოველთვის სრულად თანამშრომლობდა KNVB-ის მიერ დაწყებულ გამოძიებასთან, რომელიც აუცილებლად გამოავლენდა დარღვევას მისი არსებობის შემთხვევაში.“

უეფა-ს კანონების მიხედვით, კლუბები დამოუკიდებელ საკუთრებაში უნდა იყვნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ აბრამოვიჩის ნებისმიერი დაფინანსება, რომელიც „ჩელსიში“ მის მმართველობის პერიოდს უკავშირდება შეიძლება დაჯარიმდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Foot Mercato: „კვარა ნაპოლის შეუთანხმდა, ახალი კონტრაქტი გამოსასყიდი თანხის გარეშე“
Foot Mercato: „კვარა ნაპოლის შეუთანხმდა, ახალი კონტრაქტი გამოსასყიდი თანხის გარეშე“