აგენტმა მოლაპარაკება დაიწყო - ჟირუს მილანში დარჩენა სურს
მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ოლივიე ჟირუს „მილანთან“ კონტრაქტი უმთავრდება. ამ საკითხთან დაკავშირებით, გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
ვიგებთ, რომ ფრანგ თავდამსხმელს „როსონერიში“ დარჩენა სურს და მოლაპარაკება დაწყებულია. თავის მხრივ, არც „მილანია“ ვეტერანი შემტევის შენარჩუნების წინააღმდეგი. რომანოს თქმით, ჟირუს აგენტი გუნდის წარმომადგენლებს ხვდება და სულ მალე ყველაფერი გაირკვევა.
Olivier Giroud’s agents are meeting with AC Milan board today in Milano in order to complete the agreement on the new contract ???????????? @SkySport #ACMilan
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) March 29, 2023
Giroud’s deal expires in June but both parties want to continue together. pic.twitter.com/Tsw0hRTWl0
შეგახსენებთ, რომ ჟირუ იტალიურ კლუბს 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა და თავი სულ მალე დაიმკვიდრა. 2021 წლიდან დღემდე, ოლივიემ „როსონერის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 72-ჯერ მოირგო, 26 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.