სტალე სოლბაკენი
Aa
Aa

„ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს გაგვძარცვეს“ - სტოლე სოლბაკენი

ნორვეგიის ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა და ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი, სტოლე სოლბაკენი ადგილობრივ ჟურნალისტებს ესაუბრა. „ლომებმა“ ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი გასვლითი მატჩი გამართეს და 1 ქულა აიღეს, რამაც სოლბაკენი იმედგაცრუებული დატოვა.

საქართველოსთან მატჩზე

„პირველი ნახევარი შესანიშნავად ჩავატარეთ, შემდეგ კი მეტოქემ გადაწყვიტა, დიდ რისკზე წასულიყო. ამას ჩვენ მიერ დაშვებული რამდენიმე ტექნიკური შეცდომა მოჰყვა და თანაბარი თამაში წავიდა. საბოლოოდ, ინიციატივა დავიბრუნეთ და ბოლო 17-18 წუთში უპირატესობას ვფლობდით. მატჩის ყველაზე სახიფათო მომენტები ჩვენ შევქმენით და გოლის გატანა ელიუნუსსა და აურსნესს შეეძლოთ“.

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე

„ფეხბურთელებმა წაგება და ფრე რთულად გადაიტანეს და ეს ძალიან მახარებს, რადგან ასე რომ არ მომხდარიყო, იმედი გამიცრუვდებოდა. ისინი ერთმანეთს მხარში უდგანან და სიმართლე გითხრათ, ორი გასვლითი მატჩის შემდეგ, თავს გაძარცვულებად ვგრძნობთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია და არა ჩვენ მიერ ნაჩვენები თამაში. ახლა ვერაფერს ვიზამთ და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მომავალში უფრო ეფექტური ვიქნებით. ჰოლანდი რომ ყოფილიყო, მოვიგებდით თუ არა? ყოველთვის გაქვს უფლება, ყველა შესაძლო ვარიანტზე იფიქრო, მაგრამ ამით რეალობა არ იცვლება. დასანანია, რომ ნორვეგიისთვის მოვლენები ძალიან ცუდად განვითარდა, რადგან შოტლანდიამ ესპანეთი დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა აიღო. გამომდინარე აქედან, ივნისში, შოტლანდიის წინააღმდეგ გასამართ მატჩს ბევრად დიდი დატვირთვა ექნება“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 12 სექტემბერს გაიმართება. იქამდე ივნისის მატჩები გველის - ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს -  კვიპროსს, ხოლო 20 ივნისს - შოტლანდიას დაუპირისპირდება. ორივე მატჩი სტუმრად გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოდეგორი: „იმედგაცრუებული ვარ, ასეთ თამაშებს უნდა ვიგებდეთ“
ოდეგორი: „იმედგაცრუებული ვარ, ასეთ თამაშებს უნდა ვიგებდეთ“