ილია თოფურია, ბრაიან ორტეგა
Aa
Aa

„თუ საჭირო იქნება თავმდაბალს გავხდი“ - ორტეგამ თოფურიას გამოწვევას უპასუხა

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ბრაიან ორტეგამ ილია თოფურიაზე ისაუბრა. „ელ მატადორმა“ ორტეგასთან ჩხუბის სურვილი რამდენჯერმე გამოთქვა და The Schmo-სთვის მიცემულ ინტერვიუში, ბრაიანი თოფურიას გამოწვევებს გამოეხმაურა.

„სრულფასოვან ვარჯიშს 3 კვირის შემდეგ დავიწყებ და ვხედავ, რომ ბევრი ადამიანი მიწვევს. ილია თოფურია ერთ-ერთი მათგანია. ამ საკითხზე ორი რაღაც მინდა ვთქვა. პირველი - ბრძოლაზე უარი არასდროს მითქვამს და ისეთ მებრძოლებთან მიჩხუბია, რომლებთანაც დაპირისპირება თქვენი ოცნებაა. და მეორე, ექიმებისგან ჩხუბის უფლება არ მაქვს მიღებული. საშუალება მომეცით, რომ ვარჯიში განვაახლო, ჩემი კონდიციები დავიბრუნო და სულ ესაა.

სიამოვნებით გავხდი თავმდაბალს ვინმეს თუ ამის საჭიროება გაჩნდება. როგორც კი ისინი ჩემს დონეზე მოვლენ, მათთან ჩხუბი პრობლემა არ იქნება, მაგრამ არ შეიძლება, ჩემს დონეზე მოსვლა მხოლოდ ლაპარაკით სცადო. MMA-ის სამყაროში ლაპარაკით ბევრს ვერაფერს მიაღწევ და უნდა იჩხუბო, რათა ადგილი დაიმკვიდრო. ვიცი, რომ ბრძოლა აქვს ჩანიშნული და თუ წინსვლას დაიმსახურებს, ჩხუბის გამართვა პრობლემა არ იქნება“.

ორტეგას სიტყვებს თოფურია გამოეხმაურა და „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა: „ბრაიან, შენგან თავის გასამართლებელი მიზეზების გარდა არაფერი მესმის. იმედი მქონდა, ჩხუბზე თანხმობას იტყოდი, რადგან შენში მექსიკური სისხლიც ჩქეფს და მექსიკელები ბრძოლაზე უარს არასდროს ამბობენ. თავდაჯერებული არ ჩანხარ და თვითრწმენა ხომ არ გაკლია?“

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ილიამ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და ოქტაგონზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა - 8 ივლისი. ჯერჯერობით უცნობია, მისი მეტოქე ვინ იქნება და ბრაიან ორტეგასა და ჯოშ ემეტის ვარიანტები გაჟღერდა. ორტეგა ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ის მე-3 ნომერია და ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან საჩემპიონო ბრძოლა აქვს გამართული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საუკეთესო მატჩი ორლანდოს რიგებში | გოგას 13 ქულა 13 წუთში
საუკეთესო მატჩი ორლანდოს რიგებში | გოგას 13 ქულა 13 წუთში