ლეო ოსტიგორი, ალექსანდრ სორლოტი
Aa
Aa

„ახლა უფრო იმედგაცრუებული ვარ, ვიდრე ესპანეთთან მატჩის შემდეგ“ - ნორვეგიელთა კომენტარები

ნორვეგიის ნაკრების ფეხბურთელებმა, ლეო ოსტიგორმა, ალექსანდრ სორლოტმა და ფრედრიკ აურსნესმა საქართველოსთან გამართულ მატჩზე ისაუბრა. სკანდინავიელთა და „ჯვაროსნების“ დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა და „ლომების“ მოთამაშეების სიტყვები ნორვეგიულ პრესაში გავრცელდა.

ალექსანდრ სორლოტი

„ახლა უფრო იმედგაცრუებული ვარ, ვიდრე ესპანეთთან გამართული მატჩის შემდეგ ვიყავი. დღეს სამი ქულა უნდა აგვეღო. ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, დავალებას თავი კარგად გავართვი და კიდევ ერთი გოლის გატანა შემეძლო“.

ლეო ოსტიგორი

„ვფიქრობ, ორი ძალიან კარგი თამაში ჩავატარეთ და სამწუხაროა, მხოლოდ ერთი ქულა რომ გვაქვს. დასრულებული არაფერია და მომდევნო შეხვედრებში მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ“.

ფრედრიკ აურსნესი

„ძალიან სამწუხაროა და იმედგაცრუებული ვარ. გოლის გატანის კარგი შანსი მქონდა, მაგრამ ბურთი ჩემკენ ძალიან სწრაფად წამოვიდა და კარგად ვერ დავარტყი. თუმცა, შემეძლო, კარის ჩარჩოში მომეხვედრებინა“.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების საპასუხო მატჩი 12 სექტემბერს გაიმართება. იქამდე ივნისის მატჩები გველის - ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს -  კვიპროსს, ხოლო 20 ივნისს - შოტლანდიას დაუპირისპირდება. ორივე მატჩი სტუმრად გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საუკეთესო მატჩი ორლანდოს რიგებში | გოგას 13 ქულა 13 წუთში
საუკეთესო მატჩი ორლანდოს რიგებში | გოგას 13 ქულა 13 წუთში