მარტინ ოდეგორი
Aa
Aa

ოდეგორი: „იმედგაცრუებული ვარ, ასეთ თამაშებს უნდა ვიგებდეთ“

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპი ნორვეგიასთან გამართული მატჩით გახსნა. სტუმრებმა პირველი ტაიმი შესანიშნავად ჩაატარეს, მაგრამ მეორე ნახევარში ვაჯობეთ და საბოლოოდ, მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. „ჯვაროსნებთან“ აღებული ქულის შემდეგ, ნორვეგიის ნაკრების ვარსკვლავმა, მარტინ ოდეგორმა მატჩი შეაფასა.

„იმედგაცრუებული ვარ. ეს იყო შეხვედრა, რომელიც უნდა მოგვეგო და ასეთ მატჩებს უნდა ვიგებდეთ. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ჩემს მომენტს რაც შეეხება, ბურთი მაღლა ახტა, კარგად ვერ დავარტყი და ამის გამო ავაცილე. რა თქმა უნდა, გოლის გატანა შემეძლო და დამწუხრებული ვარ. უამრავი კომპონენტია, რომელთა გაუმჯობესებაც გვმართებს. რომ გამეტანა, ყველაფერი უკეთ იქნებოდა, მაგრამ ახლა ვერაფერს შევცვლით.

შანსები ვერ გამოვიყენეთ და მარტივი გოლი გავუშვით. აშკარაა, რომ კონკრეტულ კომპონენტებში მომატება და უკეთ თამაში გვმართებს, რათა მთელი მატჩი ისე გავაკონტროლოთ, როგორც ეს პირველ ტაიმში გავაკეთეთ. ინიციატივას ვფლობდით და მათ თამაში ძალიან უჭირდათ. პირველი ტაიმის ბოლოს და მეორე ტაიმის დასაწყისში გავჩერდით და უპირატესობა დავთმეთ. მეორე ნახევარში, მათ კონტრშეტევების განხორციელების შანსი მიეცათ, რაშიც ძალიან კარგები არიან. იმედგაცრუებული ვართ, მაგრამ ყველაფერი წინაა. საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე ბევრი მატჩია დარჩენილი და მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რათა საქართველოზე და შოტლანდიაზე უკეთესები ვიყოთ. მჯერა, ეს გამოგვივა“.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების საპასუხო მატჩი 12 სექტემბერს გაიმართება. იქამდე ივნისის მატჩები გველის - ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს -  კვიპროსს, ხოლო 20 ივნისს - შოტლანდიას დაუპირისპირდება. ორივე მატჩი სტუმრად გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საუკეთესო მატჩი ორლანდოს რიგებში | გოგას 13 ქულა 13 წუთში
საუკეთესო მატჩი ორლანდოს რიგებში | გოგას 13 ქულა 13 წუთში