ლევან ოჩიგავა
Aa
Aa

დიდი წარმატება - ლევან ოჩიგავა მსოფლიო ჩემპიონია!

ალბანეთში, ჭაბუკ ძალოსანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს და ქართველმა სპორტსმენმა, ლევან ოჩიგავამ დიდ წარმატებას მიაღწია. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ოჩიგავა მსოფლიო ჩემპიონი გახდა და 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ლევანმა ატაცში 137 და 143 კილოგრამი დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა ძალოსანმა აკვრაში სამივე ცდა გამოიყენა და 172, 176 და 179 კილოგრამი დააფიქსირა, რაც ამ მოძრაობაში ოქროს მედლისთვის საკმარისი აღმოჩნდა, ოჩიგავამ ორჭიდში 322 კგ დააგროვა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ალბანეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ლევან ოჩიგავას მიერ მოპოვებული მედლებით სეზონი გახსნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინციდენტი ევროლიგაში - შენგელია მაკაბის ქომაგებს დაუპირისპირდა
ინციდენტი ევროლიგაში - შენგელია მაკაბის ქომაგებს დაუპირისპირდა