თორნიკე შენგელია
Aa
Aa

ინციდენტი ევროლიგაში - შენგელია მაკაბის ქომაგებს დაუპირისპირდა

ევროლიგაში „მაკაბისა“ და „ვირტუს ბოლონიას“ შეხვედრის მე-4 პერიოდის დაწყებამდე იტალიური კლუბის ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია ებრაული კლუბის ქომაგებს დაუპირისპირდა. შენგელიას უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდნენ, რამაც ქართველი სპორტსმენი გააბრაზა. გაცხარებული შენგელიას დასამშვიდებლად „მაკაბის“ პრეზიდენტი შიმონ მიზრახი ტრიბუნიდან პარკეტზე ჩავიდა და ვითარების განმუხტვაში მონაწილეობდა.

შეხვედრა „მაკაბის“ გამარჯვებით 111:80 დასრულდა. სასტარტო ხუთეულში მოთამაშე შენგელიასთვის ცუდი მატჩი იყო,  პარკეტზე 20 წუთი და 37 წამი გაატარა. შენგელიამ 5 ქულა 2 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. იტალიური კლუბის მხრიდან საუკეთესო სემი ოჯელეი იყო, რომელმაც არასრულ 24 წუთში 16 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

18-გუნდიან ევროლიგაში „ვირტუს ბოლონიამ“ 31-დან 13 მატჩი მოიგო და მე-14 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები