გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, საქართველოს ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

AS: “მამარდაშვილმა ერთი გაუშვა, მაგრამ ბევრი კარგი ბურთი აიღო“

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველომ ნორვეგიას უმასპინძლა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ ტაბლოზე 1:1 დაფიქსირდა. სტუმართა მხრიდან თავი სორლოტმა გამოიჩინა, ხოლო „ჯვაროსნებიდან“ წონასწორობის აღდგენა მიქაუტაძემ შეძლო.

მატჩის დასრულების შემდეგ, ესპანურმა გავლენიანმა გამოცემა AS-მა საქართველოს ნაკრებზე დაწერა.

AS:

„მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე რამდენიმე მატჩს საქართველო ფავორიტის სტატუსით დაიწყებს, მაგრამ, როდესაც გუნდში კვარაცხელიას დონის ფეხბურთელი გყავს, შანსი ნებისმიერ ნაკრებთან გაქვს. ნორვეგიას, რომელსაც ერლინგ ჰოლანდი არ ჰყავდა, მაგრამ მინდორზე ოდეგორი დარბოდა საქართველოსთან გაუჭირდა.

მამარდაშვილმა ერთი გოლი გაუშვა, მაგრამ სხვა ძალიან ბევრი კარგი ბურთი მოიგერია. ნელ-ნელა კვარაცხელიამ თამაში დაიწყო და როგორც კი მომენტი ექმნებოდა იმ წამსვე დარტყმას ცდილობდა. ერთ-ერთ მომენტში მან გულშემატკივრებს მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მეორე ტაიმი დაიწყო და საქართველო ნაპოლის მსგავსად მარცხენა ფლანგიდან უტევდა, მაგრამ ამან შედეგი არ მოიტანა.

ყველაფერი მიქაუტაძემ გადაწყვიტა, რომელიც ისეთი სისწრაფით გაიქცა, რომ ვერცერთი მოთამაშე ვერ დაეწია. ახლად გამოსული ლობჟანიძე მატჩში კარგად ჩაერთო. როდესაც კვარაცხელია ბურთს იღებდა ჩნდებოდა შეგრძნება, რომ გოლი შეიძლება გასულიყო. ქართველი „შვიდიანის“ დიაგონალური გარღვევები სულ უფრო სახიფათო ხდებოდა, მაგრამ ხვიჩა სამყაროს წინააღმდეგ მარტო იყო და ეს რთულია. მეორე ნახევარში თანაგუნდელები კვარას მხარს ვერ უბამდნენ.“

შეგახსენებთ, რომ „ჯვაროსნებმა“ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი შეხვედრა გამართეს და 1 ქულა აქვთ. ნორვეგიამ კი მეორე და სოლბაკენის ნაკრებს ასევე 1 ქულა აქვს. ნორვეგიამ პირველ ტურში ესპანეთთან 0:3 წააგო.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
SofaScore - ცნობილია ფეხბურთელების შეფასება
SofaScore - ცნობილია ფეხბურთელების შეფასება