ხვიჩა კვარაცხელია, კიმ მინ-ჯე, ჯანკარლო დე სისტი
Aa
Aa

„თუ მას 2 ფეხბურთელს მიუჩენ, ვერაფერს მიაღწევ“ - დე სისტი ხვიჩაზე

1970 წლის მუნდიალის ვერცხლის პრიზიორმა, 80 წლის იტალიელმა ჯანკარლო დე სისტიმ, რომელიც „რომასა“ (1960-65, 1974-79) და „ფიორენტინაში“ (1965-74) თამაშობდა, „ნაპოლის“ ოფიციალურ რადიოსთან ლუჩანო სპალეტის გუნდის შესახებ ისაუბრა.

„ვიმედოვნებ, „ნაპოლი“ სკუდეტოს მოიგებს, რადგან ყველაზე მეტად იმსახურებს და ამას „ნაპოლი“ ფაქტებით ამტკიცებს. ჩვენ ექსტრაორდინალურ გუნდზე ვსაუბრობთ, რომელიც სერია ა-სა თუ ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინვალე რაღაცებს აკეთებს, რაც ასევე ლუჩანო სპალეტის დამსახურებაა, უზარმაზარი სამუშაო გასწია.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას „ნაპოლიმ“ ბრწყინვალე ტრანსფერები განახორციელა. მათი თამაში „ოლიმპიკოზე“ „რომასთან“ ვნახე, ერთი ფეხბურთელი უნდა გამოვყო, რომელმაც ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, ეს კიმ მინ-ჯეა, შესანიშნავი ტრანსფერია, დაცვაში კამიკაძეა.

კვარაცხელიას არ ვახსენებ, მის წინააღმდეგ ორი ფეხბურთელის გამწესებით ვერაფერს მიაღწევ, მის გასანეიტრალებლად 2 მოთამაშე საკმარისი არაა“.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 21 მატჩში 11 გოლი შეაგდო. ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილზეა. მას ოსიმენი (21) და ლაუტარო მარტინესი (14) უსწრებენ. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა (10). სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით, კვარაცხელიამ 30 მატჩში 14 გოლი შეაგდო და 14 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინტერესი იტალიიდან | კვერნაძეს ახალი მსურველი გამოუჩნდა
ინტერესი იტალიიდან | კვერნაძეს ახალი მსურველი გამოუჩნდა