გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

ინტერესი იტალიიდან | კვერნაძეს ახალი მსურველი გამოუჩნდა

„დინამო ბათუმის“ ფეხბურთელი, გიორგი კვერნაძე იტალიური კლუბის ყურადღების ცენტრში მოექცა. 20 წლის შემტევი „ნაპოლის“ რადარზე იყო და იტალიური სატრანსფერო სიახლეების ვებგვერდის, Calcioline-ის მიხედვით, მისით „ჯენოა“ ინტერესდება.

„გრიფინი“ სერია B-ში ასპარეზობს და უმაღლეს დივიზიონში აღზევებასთან ახლოსაა. კლუბის ხელმძღვანელობას დიდი ამბიციები აქვს და მომდევნო სეზონისთვის რამდენიმე ტრანსფერის გაჩარხვას გეგმავს. Calcioline-ს თქმით, ერთ-ერთი ფეხბურთელი, ვის გადაბირებასაც „ჯენოა“ შეეცდება, კვერნაძე იქნება.

გიორგის ბევრი კლუბი აკვირდება და „ჯენოა“ მაქსიმუმს გააკეთებს, რათა კონკურენტები ჩამოიშოროს. გენუელთა მთავარი ოპონენტები „ფროზინონე“ და „ნაპოლი“ არიან. რამდენიმე დღის წინ, Tuttomercatoweb-მა დაწერა, რომ „ფროზინონეს“ ტექნიკური დირექტორი, გვიდო ანგელოძი საქართველოში იმყოფებოდა, რათა კვერნაძის აგენტთან, მამუკა ჯუღელთან მოლაპარაკებები გაემართა.

შეგახსენებთ, რომ კვერნაძე „საბურთალოს“ აღზრდილია, 2021 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონი იჯარით „თელავში“ გაატარა, 21 თამაშში 3 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა. გერმანული სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ი კვერნაძეს 300 000 ევროდ აფასებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს, მსოფლიო ვარსკვლავია“ - ვაისი ხვიჩაზე
„თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს, მსოფლიო ვარსკვლავია“ - ვაისი ხვიჩაზე