ანტონიო კონტე
Aa
Aa

კონტემ ფეხბურთელები სასაუბროდ დაიბარა | როცა ყველა მივიდა, წავიდა

ბრიტანულ პრესაში „ტოტენჰემის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელთან, ანტონიო კონტესთან დაკავშირებით, საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. Daily Mail-ის ჟურნალისტმა, სამი მოკბელმა 2023 წლის დასაწყისში მომხდარი ფაქტი გაასაჯაროვა და კონტეს ქმედებაზე ისაუბრა.

მოკბელის თქმით, იანვრის ბოლოს, კონტემ ფეხბურთელები კლუბის შტაბ-ბინაში დაიბარა, რათა მათთან გულახდილი საუბარი ჰქონოდა. როცა ყველა მოთამაშე ადგილზე გამოცხადდა, იტალიელმა სპეციალისტმა ოთახი დატოვა. წასვლამდე, კონტემ ფეხბურთელებს უთხრა, რომ სურს, საშინელი ფორმიდან თავის დაღწევის გზები მათ იპოვონ.

„ტოტენჰემს“ კონტეს შემცვლელი ჯერ არ დაუნიშნავს და Sky Sports-ის ინფორმაციით, ლონდონური კლუბი რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. „დეზები“ იულიან ნაგელსმანს, ლუის ენრიკეს, ზინედინ ზიდანსა და მაურისიო პოჩეტინოს აკვირდებიან. ბრიტანული გამოცემის მიხედვით, გუნდის ჩაბარების მთავარი ფავორიტი პოჩეტინოა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის ბოლომდე „ტოტენჰემს“ კრისტიან სტელინი გაწვრთნის. კონტეს რაც შეეხება, იწერება, რომ მომდევნო სეზონში, იგი სერია A-ში იმუშავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სენდვიჩი „სენდჰეგენის“ დაგემოვნება სურს | როგორია მერაბის გეგმები
სენდვიჩი „სენდჰეგენის“ დაგემოვნება სურს | როგორია მერაბის გეგმები