მერაბ დვალიშვილი, ხორხე მასვიდალი, ჯო როგანი
Aa
Aa

„არანორმალურია“ | ხორხე მასვიდალი და ჯო როგანი ქართველ მანქანაზე

UFC-ის ლეგენდარულმა კომენტატორმა, ჯო როგანმა და MMA-ის მებრძოლმა, ხორხე მასვიდალმა მერაბ დვალიშვილი შეაქეს. როგანს საკუთარი პოდკასტი აქვს, რომლის სტუმარიც მასვიდალი გახლდათ და მათ „მანქანაზე“ ისაუბრეს.

ხორხე მასვიდალი

„პიოტრ იანის დიდი გულშემატკივარი ვარ. მისი ერთ-ერთი მოსამზადებელი კემპისას, დარბაზში შევხვდი და მისმა სამუშაო ეთიკამ და სიმტკიცემ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. გავოგნდი, როცა ვნახე, მერაბმა რა გაუკეთა. დოკუმენტური ფილმი, 14 მწვერვალი (ფილმი ალპინისტებზე, რომლებმაც 7 თვეზე ნაკლებ დროში 8 000 მეტრზე მაღალი 14 მწვერვალი დალაშქრეს) გინახავთ? დვალიშვილი მათ ჰგავს. უყურებ და ხვდები, რომ რაღაც განსხვავებულით დაიბადა და მასში რაღაცამ მუტაცია განიცადა. მერაბი ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევს და არ ჩერდება. დარტყმა, დარტყმა, თეიქდაუნის მცდელობა, თეიქდაუნის მცდელობა, თეიქდაუნის მცდელობა. ამ ყველაფრის შემდეგ, დვალიშვილი დაღლილია, მაგრამ მისი მეტოქე ბევრად დაღლილია“.

ჯო როგანი

„სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში ბევრი ზვიგენია. ალჯო, იანი, ომალი... მათ გვერდითაა დვალიშვილი. მას იმიგრანტის მენტალიტეტი აქვს და წარმატებასაა მოწყურებული. როცა მერაბი მშენებლობაზე მუშაობდა, კედლებს ფეხითა და ხელით განხორციელებული დარტყმებით ანგრევდა. სრულ განაკვეთზე მუშაობდა და პარალელურად, MMA-ის მებრძოლის კარიერას მისდევდა. ის არანორმალურია“.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგის პირველი ნომერია. „მანქანამ“ ბოლოს პიოტრ იანთან იჩხუბა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პერუს ნაკრების მოთამაშეებსა და ესპანურ პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
პერუს ნაკრების მოთამაშეებსა და ესპანურ პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა