მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი, კორი სენდჰეგენი
Aa
Aa

სენდვიჩი „სენდჰეგენის“ დაგემოვნება სურს | როგორია მერაბის გეგმები

UFC-ის ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილის წარმომადგენლებმა ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილთან, უმარ ნურმაგომედოვთან ჩხუბის ალბათობაზე ისაუბრეს. „მანქანის“ მენეჯერის, ორენ ჰოდაკის თქმით, დვალიშვილი კორი სენდჰეგენთან ბრძოლით უფრო დაინტერესებულია, ვიდრე უმართან დაპირისპირებით.

„მერაბმა ახლახან იჩხუბა და ეს ტრავმირებულმა გააკეთა. 6 მაისამდე, სანამ სტერლინგსა და სეხუდოს შორის სატიტულო ბრძოლა არ გაიმართება, სასაუბრო არაფერია. მერაბი დაინტერესებულია სენდვიჩი სენდჰეგენი დააგემოვნოს, რომელიც უფრო მაღალი პროფილისა და ღირებულებისაა, ვიდრე ბიჭი, რომელიც ტოპ 10-შიც არ იმყოფება“.

ნურმაგომედოვთან ჩხუბზე კომენტარი დვალიშვილის მწვრთნელმა, რეი ლონგომაც გააკეთა: „UFC-ში უნდათ, ოქტაგონზე შედარებით სწრაფად დაბრუნდეს, ვიდრე მე ან ჩვენი გუნდის სხვა წევრი ისურვებდა. ისინი ცდილობენ, ისარგებლონ იმით, რომ მერაბს ჩხუბი ძალიან უყვარს. დვალიშვილმა ახლახან 5-რაუნდიანი შედევრი გვაჩვენა და ვფიქრობ, პაუზა უნდა აიღოს. ჩემი აზრით, ზაფხულის შუა პერიოდში ან ზაფხულის ბოლოს დაბრუნება საუკეთესო ვარიანტია“.

საინტერესოა, რომ ცნობილი ჟურნალისტის, აარონ ბრონსტეტერის მიხედვით, მერაბმა ჩხუბზე უარი ტრავმის გამო განაცხადა და ახლა UFC-ის სურს, მისი და უმარის ბრძოლა ივლისში ჩანიშნოს. MMA-ის გულშემატკივართა ნაწილის თქმით, ნურმაგომედოვი, რომელიც ტოპ 15-ში მე-11 პოზიციას იკავებს, რეიტინგის პირველ ნომერთან ჩხუბს არ იმსახურებს. მათი აზრით, ამ ეტაპზე, უკეთესია დვალიშვილისა და სენდჰეგენის ბრძოლა გაიმართოს და ნურმაგომედოვს სხვა მეტოქე შეურჩიონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აღიარება საფრანგეთში - ნინიაშვილმა ფრანგული რაგბის ოსკარი მიიღო
აღიარება საფრანგეთში - ნინიაშვილმა ფრანგული რაგბის ოსკარი მიიღო