პარი სენ ჟერმენი, აშრაფ ჰაკიმი
Aa
Aa

ჰაკიმის ცოლი: “შოკიდან გამოსასვლელად დრო მჭირდება“

რამდენიმე კვირის წინ, ცნობილი გახდა, რომ აშრაფ ჰაკიმი სკანდალში გაეხვა. მაროკოელი ფეხბურთელი ახალგაზრდა ქალბატონმა სექსუალურ ძალადობაში ძალადობაში დაადანაშაულა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, მაროკოელი ფეხბურთელის მეუღლემ ჰიბა აბუკმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

 

ჰიბა:

 

 

„სირცხვილია! შოკიდან გამოსასვლელად დრო დამჭირდება. რა თქმა უნდა, მე ყოველთვის ვარ და ვიქნები მსხვერპლთა მხარეს. ამიტომ, ბრალდების სერიოზულობიდან გამომდინარე, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას დაველოდოთ. ჩვენ უნდა ვენდოთ მართლმსაჯულების კარგ და სწორ მუშაობას.“

ცნობისთვის, ახალგაზრდა ქალბატონის ინფორმაციით, ჰაკიმმა მას ტანსაცმლის გახდა დაუწყო და ტუჩებში ძალით აკოცა. პსჟ-ს მარჯვენა მცველი მას მკერდზეც შეეხო. ცნობილი ხდება ისიც, რომ აშრაფი მას სასქესო ორგანოზეც შეეხო ხელით და ამ დროს მან ყველაზე დიდი წინააღმდეგობა მიიღო.

როგორც LeParisien წერს, მსხვერპლმა ფეხბურთელს ფეხი ჩაარტყა და მისი სახლიდან გაიქცა. საბოლოოდ მას თავისმა მეგობარმა მიაკითხა მანქანით და სახლში წაიყვანა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსაში დაბრუნება უფრო რეალური გახდა - მესის მამა მოლაპარაკებას დაიწყებს
ბარსაში დაბრუნება უფრო რეალური გახდა - მესის მამა მოლაპარაკებას დაიწყებს