ბარსელონა, მანჩესტერ სიტი, ილქაი გიუნდოგანი
Aa
Aa

SPORT: “გიუნდოგანის ბარსელონაში გადასვლა გარდაუვალია“

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ილქაი გიუნდოგან „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი ეწურება და გუნდიდან წასვლაზე ფიქრობს.

ავტორიტეტული გამოცემის SPORT-ის ინფორმაციით, თურქული ფესვების მქონე გერმანელ ფეხბურთელს გული „ბარსელონასკენ“ მიუწევს.

წყაროს ცნობით, „ქალაქელების“ ხელმძღვანელობას მისი შენარჩუნება სურს, მაგრამ, როგორც ჩანს გიუნდოგანის გადასვლა გარდაუვალია.

ჩავი ერნანდესი თვლის, რომ მისი გუნდის ნახევარდაცვის გაძლიერების იდეალური ვარიანტი სწორედ ილქაია და მას ყველანაირად მისაღებ პირობებს სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის ნახევარმცველი „მანჩესტერ სიტის“ 2016 წელს შეუერთდა. 2016 წლიდან დღემდე, გიუნდოგანმა „ქალაქელების“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 290-ჯერ მოირგო, 53 გოლი გაიტანა და 37 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები