ერთი ვარიანტი - მესის მხოლოდ ბარსელონა ეპატიჟება
ცნობილია, რომ ლეო მესის „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს. მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, არგენტინელი სუპერვარსკვლავი თავისუფალი აგენტი ხდება და ნებისმიერ გუნდში შეძლებს კარიერის გაგრძელებას.
ამ საკითხთან დაკავშირებით, Goal.Com საინტერესო სიახლეს გვთავაზობს. ვიგებთ, რომ მესის მხოლოდ ერთადერთი შეთავაზება აქვს და ეს ერთი „ბარსელონაა“.
რა თქმა უნდა, ლიგა 1-ის გიგანტს მესის შენარჩუნება სურს, მაგრამ ჯერჯერობით მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ლიონელს შეთავაზება საუდის არაბეთიდან და MLS-იდან ჰქონდა, მაგრამ, როგორც ჩანს ეს ყველაფერი სიცრუე აღმოჩნდა. ამ ინფორმაციას SPORT-იც ადასტურებს.
ცნობისთვის, ჟოან ლაპორტამ ღიად განაცხადა, რომ მესის „ბარსელონაში“ დაბრუნება სურს, მაგრამ ლეოს ძმის თქმით, სანამ „ბლაუგრანას“ პრეზიდენტი ლაპორტა იქნება, 7 ოქროს ბურთის მფლობელი უკან არ დაბრუნდება.