ლიონელ მესი, ემილიანო მარტინესი
Aa
Aa

მარტინესი: “მესი მზად იყო ყველა ოქროს ბურთი დაეთმო“

როგორც მოგეხსენებათ, არგენტინამ ნანატრი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. მესიმ კი თავისი კარიერული ოცნება აიხდინა. ამასთან დაკავშირებით, „ალბისელესტეს“ კარის დარაჯმა ემილიანო მარტინესმა Goal.Com-თან საუბრისას საინტერესო განცხადება გააკეთა.

რა თქვა მარტინესმა?

„მესისთან ერთად თამაში საამაყო და სასიამოვნოა. ამას ჩემს შვილებს და შვილიშვილებს სიამაყით მოვუყვები. იცით? როცა ერთად ვართ ის ყველაზე თავმდაბალი ადამიანია. სწორედ ეს არის ჩვენი ერთიანობის მიზეზი. ჩვენ გვესმის და პატივი უნდა ვცეთ იმ ყველაფერს, რასაც ლეომ ფეხბურთში მიაღწია. მისი მთავარი მიზანი კი მსოფლიო ჩემპიონატის მოგება იყო.

კოპა ამერიკაზე, ბრაზილიასთან ფინალის წინ მესიმ მითხრა, რომ ის კოპა ამერიკის მოსაგებად აბსოლუტურად ყველა ოქროს ბურთს დათმობდა. ჩვენ გავიმარჯვეთ და შემდეგი მიზანი მუნდიალი იყო. ლეო ისევ იმ აზრზე იყო. ვამაყობ, რომ მიზნის მიღწევაში დავეხმარე. საკლუბო ფეხბურთში ყველაფერი მოგებული ჰქონდა, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მას ნამდვილად აკლდა.“

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ახალი ვარცხნილობა გაიკეთა | ლისანდროს თი-ბეგს ადარებენ
ახალი ვარცხნილობა გაიკეთა | ლისანდროს თი-ბეგს ადარებენ