იულიან ნაგელსმანი, ტომას ტუხელი
Aa
Aa

ბაიერნის ფეხბურთელები ორად იყვნენ გაყოფილი | ნაგელსმანის გაშვება ყველას არ უნდოდა

„ბაიერნის“ ფეხბურთელებს იულიან ნაგელსმანის გაშვებასთან დაკავშირებით, განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ. ამ ინფორმაციას გავლენიანი გერმანული გამოცემა, BILD-ი ავრცელებს და „რეკორდმაისტერის“ შიდა სამზარეულოში განვითარებულ მოვლენებზე წერს.

BILD-ის ცნობით, მიუნხენელთა რიგებში ნაგელსმანის მხარდასაჭერი და საწინააღმდეგო ბანაკები იყო შექმნილი. სერჟ გნაბრი, ლეროი სანე, ჯამალ მუსიალა, მანუელ ნოიერი და სადიო მანე მის გაშვებას ემხრობოდნენ, იეზუა კიმიხს, მატიას დე ლიხტს, დაიო უპამეკანოს, ბენჟამინ პავარსა და ლეონ გორეტცკას მისი დატოვება სურდათ.

განსხვავებული პოზიციის მქონე ბანაკების გარდა, არსებობს ნეიტრალური ბანაკი. BILD-ის ცნობით, ნეიტრალური სტატუსის მქონე ფეხბურთელთა შორის ტომას მიულერიც იმყოფებოდა. როგორც მოგეხსენებათ, ნაგელსმანი ტომას ტუხელმა ჩაანაცვლა და გერმანელ სპეციალისტს პირველი გამოცდა „დორტმუნდთან“ ელის.

რატომ გაუშვა ბაიერნმა ნაგელსმანი

„როცა ნაგელსმანთან კონტრაქტი გავაფორმეთ, დარწმუნებული ვიყავით, რომ მასთან დიდხანს ვითანამშრომლებდით. იულიანი ჩვენს იდეებს იზიარებს და თვლის, რომ კლუბმა წარმატებული და სანახაობრივი ფეხბურთი უნდა ითამაშოს, თუმცა, გავაანალიზეთ, რომ ჩვენი გუნდი თავის ხარისხსა და დონეს უფრო და უფრო იშვიათად აჩვენებდა. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ბაიერნი არც თუ ისე სანახაობრივ და წარმატებულ ფეხბურთს აჩვენებდა და ამან ჩვენი მიზნები, როგორც მიმდინარე სეზონში, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. რეაგირება სწორედ ამაზე გვქონდა და ჩემი და კლუბის სახელით, მინდა, იულიანსა და მის გუნდს მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა, ოლივერ კანმა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„დრიბლინგის უნარი არ დაუკარგავს“ - Sun 49 წლის ქინქლაძის თამაშზე
„დრიბლინგის უნარი არ დაუკარგავს“ - Sun 49 წლის ქინქლაძის თამაშზე