ახალი ვარცხნილობა გაიკეთა | ლისანდროს თი-ბეგს ადარებენ
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელის, ლისანდრო მარტინესის ვარცხნილობა სატელევიზიო სერიალის, „გაქცევის“ ერთ-ერთი პერსონაჟის ვარცხნილობას შეადარეს. არგენტინელ მცველს ახალი იმიჯი აქვს, რომელმაც „ჰაროგეით თაუნის“ მოთამაშეს თეოდერ ბეგუელი გაახსენა.
ლისანდრომ ახალი ვარცხნილობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა და ჯეკ მალდონმა იგი ცნობილი მსახიობის, რობერტ ნეპერის პერსონაჟს შეადარა. „ჰაროგეითის“ ფეხბურთელის შედარებამ „ტვიტერის“ მომხმარებელთა შორის დიდი მოწონება დაიმსახურა და მისი ხუმრობა ბევრმა მომხმარებელმა აიტაცა.
„საშინელი ვარცხნილობაა, მაგრამ გაუვა, რადგან ლისანდრო მარტინესია“, - განაცხადა ერთმა გულშემატკივარმა. „ყასაბმა თავისი ვარცხნილობა ყასაბს მიანდო“, - აღნიშნა მეორემ. „იმედია, ფერი მალე გადაუვა“, - დასძინა მესამემ.
შეგახსენებთ, რომ ლისანდრო მარტინესი სანაკრებო პაუზაზე იმყოფება და არგენტინის ნაკრებთან ერთად, პანამის წინააღმდეგ ითამაშა. ლისანდრომ მოედანზე 45 წუთი გაატარა და „ალბისელესტეს“ მომდევნო შეხვედრას დაელოდება, რომელიც კურაკაოს წინააღმდეგაა ჩანიშნული.