ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს თვის საუკეთესო გოლის ავტორია
„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ „ატალანტას“ კარში გატანილი გოლი სერია A-ს მარტის თვის საუკეთესო გოლად დასახელდა. რამდენიმე წუთის წინ, სერია A-მ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და „კვარას“ მორიგი აღიარების შესახებ გვაუწყა.
✨ ???????????????????????????????????????????????????? ✨
— Lega Serie A (@SerieA) March 27, 2023
Il ???????????? ???????????? ???????????????? di ???????????????????? è di ????????????????????????????????????????????????????! ????????????#GOTM ???????????????????????????????????? ???????? @cryptocom | @sscnapoli pic.twitter.com/WYRKxlV2fa
„ნაპოლის გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ ატალანტას კარში გატანილმა გოლმა სერია A-ს სოციალური ქსელების გვერდებზე ყველაზე მეტი ხმა მიიღო. დრიბლინგის ბრწყინვალე სერიის მაღალი დარტყმით დასრულებამ კვარაცხელიას საშუალება მისცა, დიბალასთვის, კარამოსთვის და ვესინოსთვის გადაესწრო“, - წერს სერია A.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე „ნაპოლის“ მაისურით 29 შეხვედრა ჩაატარა, რომლებშიც 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა, იტალიის სერია A-ში კი მის ანგარიშზე 12 გოლი და 10 საგოლე პასია.