ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, რუდი ფიოლერი
Aa
Aa

„ჩემპიონთა ლიგაზე არავისი უნდა ეშინოდეთ“ - ფიოლერმა ნაპოლიზე ისაუბრა

გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რუდი ფიოლერმა Rai Sport-თან ინტერვიუში „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა, მან იტალიური კლუბი მიუნხენის „ბაიერნს“ შეადარა.

„ამ მომენტში მსოფლიო ფეხბურთში „ნაპოლი“ მიუნხენის „ბაიერნის“ წინააღმდეგაა, ორივე გუნდს შოუს ჩვენება შეუძლია. კვარაცხელიას ვახსენებ, თუმცა ოსიმენზეც ვფიქრობ. ასევე, რა შოუს დგამს ლობოტკა! მასზე ცოტა ითქვა, მაგრამ ბრწყინვალე რეჯისტაა, თითქმის არასდროს ცდება. ცხადია, ვინც გოლს იტანს, ის უფრო მეტადაა ყურადღების ცენტრში.

არ ვკითხულობ მათზე, ვისაც დიდი სახელები აქვთ, „ნაპოლი“ რომ ასე თამაშობს, ეს სპალეტის დამსახურებაა. ფაქტობრივად, „ნაპოლიმ“ უკვე მოიგო სერია ა, ჩემპიონთა ლიგაზე არავისი უნდა ეშინოდეთ“.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 27 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 71 ქულით პირველ ადგილზეა, მეორე პოზიციას რომის „ლაციო“ 52 ქულით იკავებს. ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში „ნაპოლის“ მეტოქე „მილანია“. პირველი მატჩი მილანში 12 აპრილს გაიმართება. საპასუხო შეხვედრა18 აპრილს შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები