ხვიჩა კვარაცხელია, სტალე სოლბაკენი, ლეო ოსტიგორი
Aa
Aa

„გუნდურად უნდა შევაჩეროთ“ - ოსტიგორი და სოლბაკენი კვარაზე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ხვალ ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას გამართავს და ნორვეგიას დაუპირისპირდება. მატჩის დაწყებამდე, სკანდინავიელთა მთავარი მწვრთნელი, სტოლე სოლბაკენი და „ნაპოლის“ უკანახაზელი, ლეო ოსტიგორი TV2-ს „ჯვაროსნების“ ლიდერზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ესაუბრნენ.

რა თქვა ოსტიგორმა

„ხვიჩა შესანიშნავი ფეხბურთელი და კარგი ადამიანია. მის წინააღმდეგ თამაში საინტერესო იქნება. წლეულს ნაპოლის მაისურით, როგორც სერია A-ში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე, საოცრებები გააკეთა. ის ნამდვილი გარემარბია, რომელსაც გოლების გატანა, საგოლე გადაცემების გაკეთება და ყველაფრის ინდივიდუალურად გადაწყვეტა შეუძლია. გუნდურად უნდა შევაჩეროთ. მას თავისუფალი სივრცე და საკუთარ მეურვეზე ერთი-ერთზე წასვლის შანსი არ უნდა მივცეთ. ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ შესაძლებელია“.

რა თქვა სოლბაკენმა

„კვარადონა დღესდღეობით ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ევროპის ტოპ 3-ში შემავალ გუნდში თამაშობს და ვიქტორ ოსიმენთან ერთად, ერთ-ერთი უდიდესი პროფილის მქონე ფეხბურთელია. შედეგს მთელი წელია აფიქსირებს და დრიბლინგი მისი ძლიერი მხარეა“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების მატჩი სამშაბათს, თბილისის დროით 20:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ მეგონა, თუ ასეთი გავლენის მოხდენა შეეძლო“ - პეტანია ხვიჩაზე
„არ მეგონა, თუ ასეთი გავლენის მოხდენა შეეძლო“ - პეტანია ხვიჩაზე