მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

„სახეს დაგინგრევ“ - მერაბმა კინაღამ MMA-ის გულშემატკივართან იჩხუბა

ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი კვირას დილით, სან ანტონიოში გამართულ ღონისძიებას, UFC on ESPN 43-ს დაესწრო, რომლის მთავარი მოვლენაც კორი სენდჰეგენისა და მარლონ ვერას ჩხუბი გახლდათ. ღონისძიების დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელებში ვიდეო გავრცელდა, რომელზეც ჩანს, რომ „მანქანა“ MMA-ის ერთ-ერთ ქომაგს დაუპირისპირდა.

დვალიშვილი ავტოგრაფებს არიგებდა, როცა მას ტრიბუნებზე მყოფმა უცნობმა მამაკაცმა მიმართა და ალჯამეინ სტერლინგთან ჩხუბისკენ მოუწოდა: „ალჯო, მერაბი შენი ქამრისთვის მოდის. იჩხუბეთ! ეს ხალხის ჩხუბია. მერაბ, როგორც კი სტერლინგი სეხუდოს მოუგებს, მინდა, ოქტაგონზე მის წინააღმდეგ აქ, სან ანტონიოში გახვიდე“.

ამ სიტყვების შემდეგ, მერაბი გულშემატკივარს სახის დანგრევით დაემუქრა და ტრიბუნებზე აძრომა სცადა. როგორც ვიდეოში ჩანს, ზემოთ ხსენებულმა ქომაგმა ადგილი იქამდე დატოვა, სანამ დვალიშვილი ტრიბუნებზე ავიდოდა და „მანქანას“ უკან დაბრუნდება მოუწია.

საინტერესოა, რომ აღნიშნულ ვიდეოს ინტერნეტ სივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალური ქსელების მომხმარებელთა ნაწილმა ვერ გაიგო, მერაბის გაბრაზება რამ გამოიწვია, დანარჩენებმა კი „მანქანას“ მხარი დაუჭირეს და განაცხადეს, რომ არასდროს უნახავთ მებრძოლი, რომელიც საკუთარ მეგობართან ჩხუბს ასე ეწინააღმდეგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილის 22 წუთი და 13 ქულა | სან ანტონიომ 44 ქულით წააგო
მამუკელაშვილის 22 წუთი და 13 ქულა | სან ანტონიომ 44 ქულით წააგო