ლებრონ ჯეიმსი, ენტონი დევისი, დემარ დეროუზენი, ზაკ ლივაინი, მალიკ ბიზლი
Aa
Aa

ლებრონი დაბრუნდა | ლეიკერსმა მნიშვნელოვანი შეხვედრა წააგო

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ სუპერვარსკვლავი, ლებრონ ჯეიმსი კალათბურთს თითქმის 1-თვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. „მეფეს“ უქმობა ფეხის ტრავმის გამო მოუწია და მისი თამაში „ჩიკაგო ბულსის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ვიხილეთ.

„ლეიკერსი“ პლეი ოფში მოსახვედრად იბრძვის და გუნდის პროგრამა მინიმუმი პლეი ინის ტურნირში გასვლაა. ლოს ანჯელესელებს ზედიზედ 3 მოგება ჰქონდათ, მაგრამ „ხარებს“ ვერ გაუმკლავდნენ და საკუთარ კედლებში, 108:118 დამარცხდნენ.

ლებრონმა პარკეტზე თითქმის 30 წუთი გაატარა და საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო - 19 ქულა, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა. მალიკ ბიზლიმ თავი 18 ქულას, 3 მოხსნასა და 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა, ენტონი დევისმა კი 15 ქულა და 9 მოხსნა გააკეთა. „ჩიკაგოს“ 32 ქულით ზაკ ლავინმა ულიდერა. დემარ დეროუზენს 17 ქულა, 6 მოხსნა და 10 ასისტი ჰქონდა, კობი უაითს - 13 ქულა, 7 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა.

ამრიგად, „ლეიკერსს“ 37 მოგება და 38 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-10 გახლავთ. ლებრონი და კომპანია მომდევნო შეხვედრას 30 მარტს გამართავენ და ისევ „ბულსს“ დაუპირისპირდებიან, ოღონდ ამჯერად სტუმრის რანგში იქნებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილის 22 წუთი და 13 ქულა | სან ანტონიომ 44 ქულით წააგო
მამუკელაშვილის 22 წუთი და 13 ქულა | სან ანტონიომ 44 ქულით წააგო