კემერონ ჯონსონი, გოგა ბითაძე, მიკალ ბრიჯისი, ფრანც ვაგნერი, კოულ ენტონი, უენდელ კარტერ ჯუნიორი, კემ ტომასი
Aa
Aa

გოგას 2 ქულა ბრუკლინთან | ორლანდომ ზედიზედ მესამედ მოიგო

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო და პლეი ინის ტურნირში მოსახვედრად ბრძოლას განაგრძობს. ქართველი კალათბურთელის გუნდმა საკუთარ კედლებში გამართულ მატჩში, „ბრუკლინ ნეთსი“ დაამარცხა და 119:106 იმარჯვა.

გოგას სათამაშო დრო მეოთხე მეოთხედის ბოლოს მიეცა, როცა „ორლანდო“ 110:92-ს იგებდა. ბითაძემ პარკეტზე 6 წუთი და 8 წამი გაატარა და 2 ქულას დასჯერდა. „ორლანდოს“ ქართველმა ცენტრმა 1 ორქულიანი გამოიყენა, 2 დაკარგვა ჰქონდა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

„მეჯიქის“ წარმატების განმაპირობებელი ფაქტორი გუნდური თამაში იყო და 10-ქულიანი ნიშნული ფლორიდელთა 8 კალათბურთელმა გადალახა. ყველაზე მეტი, 21 ქულა კოულ ენტონის ანგარიშზეა. ფრანც ვაგნერმა 19 ქულა, 10 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა. ვენდელ კარტერ ჯუნიორი 18 ქულასა და 6 მოხსნას დასჯერდა, ხოლო ჯეილენ საგსმა 16 ქულა ჩააგდო. „ბრუკლინის“ მხრიდან ბრწყინვალე იყო მიკალ ბრიჯისი - 44 ქულა, 6 მოხსნა. კემ ტომასმა და კემ ჯონსონმა 18 და 10 ქულა დააგროვეს.

ცნობისთვის, გოგას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-13 პოზიციას იკავებს და მე-10 ადგილზე მყოფ „ჩიკაგო ბულსს“ 4 მოგებით ჩამორჩება. „მეჯიქს“ მომდევნო შეხვედრა რთული მეტოქის წინააღმდეგ ელის და სტუმრად „მემფის გრიზლისს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელიას 9 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი - ვირტუს ბოლონიამ მე-19 მატჩი მოიგო
შენგელიას 9 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი - ვირტუს ბოლონიამ მე-19 მატჩი მოიგო