შენგელიას 9 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი - ვირტუს ბოლონიამ მე-19 მატჩი მოიგო
იტალიის სერია ა-ში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ საკუთარ კედლებში „პესარო“ 88:76 დაამარცხა.
ქართველმა კალათბურთელმა მასპინძელთა სასტარტო ხუთეულში ითამაშა, პარკეტზე 21 წუთი გაატარა. მის აქტივში 9 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასია.
ამ გამარჯვების შემდეგ „ვირტუს ბოლონია“ კვლავ სერია ა-ს ლიდერია. შენგელიას გუნდმა 23-დან 19 მატჩი მოიგო და მხოლოდ 4 დათმო. სერია ა-ს 24-ე ტურში „ვირტუს ბოლონიას“ მეტოქე გასვლით მატჩში „ტრიესტი“ იქნება (2 აპრილი).
იტალიის სერია ა-ში კიდევ ერთმა ქართველმა კალათბურთელმა, 29 წლის ბექა ბურჯანაძემ ითამაშა. მისი გუნდი „რეჯო ემილია“ სტუმრად „ვენეციასთან“ დამარცხდა (78:69). ბურჯანაძეს სასტარტო ხუთეულში არ უთამაშია, პარკეტზე 19 წუთი გაატარა, მის აქტივში 4 ქულა და 7 მოხსნაა.
„რეჯო ემილიამ“ 23-დან 16 მატჩი დათმო და „ვერონასთან“ ერთად 14 ქულით ბოლო ადგილზეა. სერია ა-ს 24-ე ტურში ბურჯანაძის გუნდი „სკაფატის“ უმასპინძლებს (2 აპრილი).