საქართველოს 18-წლამდე ნაკრები, ვასილ მაისურაძე, ნიკოლოზ ნინიძე
Aa
Aa

ნინიძის მორიგი გოლი - 18-წლამდე ნაკრები პორტუგალიასთან დამარცხდა

პორტუგალიაში მიმდინარე ოთხთა ტურნირზე ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა 18-წლამდე ნაკრებმა მეორე შეხვედრა პორტუგალიის შესაბამის ასაკობრივ ნაკრებთან გამართა და დიდი ანგარიშით დამარცხდა - 4:1.

ანგარიში როდრიგო მენდეშმა პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე გახსნა. მეორე ტაიმში დიეგუ ოლივეირა როდრიგესმა სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. გუსტავო ვარელას გოლით მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდა - 3:0.

საქართველოს ნაკრების მხრიდან ერთადერთი გოლი ნიკოლოზ ნინიძის ანგარიშზეა, რომელმაც მეორე ტაიმის პირველ დამატებულ წუთზე ანგარიში შეამცირა, თუმცა მესამე დამატებულ წუთზე პორტუგალიელებმა მე-4 გოლი შეაგდეს, ამჯერად თავი ჟოზე როდრიგეშმა გამოიჩინა.

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა პირველი მატჩი ფინეთთან გამართა, შეხვედრა 1:1 დასრულდა, სკანდინავიური ნაკრები იგებდა და იმ მატჩშიც ნინიძემ გაიტანა. ვასილ მაისურაძის გუნდი მესამე მატჩს ავსტრიასთან 28 მარტს გამართავს. შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება.

ფოტო: Nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გულიაშვილის გამარჯვების გოლი - 21-წლამდე ნაკრებმა ლატვია დაამარცხა
გულიაშვილის გამარჯვების გოლი - 21-წლამდე ნაკრებმა ლატვია დაამარცხა