გელა ზაალიშვილი
Aa
Aa

საქართველოს მესამე ოქრო - ზაალიშვილმა ფინალში თურქი დაამარცხა

თბილისის გრანდ სლემის მესამე საშეჯიბრო დღეს ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა მძიმეწონოსანმა გელა ზაალიშვილმა (+100 კგ.) ფინალში თურქი მუნირ ერტუგი ვაზარით დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ გელა ზაალიშვილმა თბილისის გრანდ სლემი ზედიზედ მესამედ მოიგო.

რაც შეეხება ფინალამდე განვლილ გზას, გელამ გერმანელი ლოსენი კონეს ბარიერი შიდოებით დასძლია, 1/4-ფინალშო უზბეკ ბახტიოროვს იპონი შეუსრულა, ნახევარფინალში კი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ენდი გრანადა ლამაზი გდებით, იპონით დაამარცხა.

შეგახსენებთ, თბილისის გრანდ სლემზე - 90 კგ. წონით კატეგორიის ფინალში ლაშა ბექაურმა ლუკა მაისურაძე ვაზარით დაამარცხა. მაისურაძემ ბექაურს ორი შიდო მიაღებინა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება ბექაურს დარჩა.

- 100 კგ. წონით კატეგორიის ფინალში ილია სულამანიძემ მონღოლი გონჩიგსურენ ბატჰუიაგი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. შეხვედრის საწყის ეტაპზე სულამანიძე ვაზარით დაწინაურდა, შემდეგ მონღოლმაც შეასრულა ვაზარი, თუმცა არბიტრებმა გააუქმეს.

თბილისის გრანდ სლემი საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ოქროს მედალი: ლაშა ბექაური (90 კგ.), ილია სულამანიძე ( -100 კგ.), გელა ზაალიშვილი (+100 კგ.).

ვერცხლის მედალი: გიორგი სარდალაშვილი (60 კგ.), ლუკა მაისურაძემ (90 კგ.).

ბრინჯაოს მედალი: ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლაშა ბექაური თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებულია
ლაშა ბექაური თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებულია