ილიას ოქროს მედალი - სულამანიძე გრანდ სლემის ჩემპიონია
თბილისის გრანდ სლემის მესამე საშეჯიბრო დღეს - 100 კგ. წონით კატეგორიის ფინალში ილია სულამანიძემ მონღოლი გონჩიგსურენ ბატჰუიაგი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. შეხვედრის საწყის ეტაპზე სულამანიძე ვაზარით დაწინაურდა, შემდეგ მონღოლმაც შეასრულა ვაზარი, თუმცა არბიტრებმა გააუქმეს.
შეგახსენებთ, ილია სულამანიძემ ჩილელ ტომას ბრესინოს 12 წამში იპონი შეუსრულა, 1/4-ფინალში ჩეხ მარტინ ბეჟეკს ასევე იპონით მოუგო, ბრაზილიელ რაფაელ ბუზაკარინსაც იპონით სძლია და ფინალში გავიდა.
თბილისის გრანდ სლემზე - 90 კგ. წონით კატეგორიის ფინალში ლაშა ბექაურმა ლუკა მაისურაძე ვაზარით დაამარცხა. მაისურაძემ ბექაურს ორი შიდო მიაღებინა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება ბექაურს დარჩა.
თბილისის გრანდ სლემი საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
ოქროს მედალი: ლაშა ბექაური (90 კგ.), ილია სულამანიძე ( -100 კგ.), გელა ზაალიშვილი (+100 კგ.)
ვერცხლის მედალი: გიორგი სარდალაშვილი (60 კგ.), ლუკა მაისურაძემ (90 კგ.)
ბრინჯაოს მედალი: ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.)