ლამაზი გდებით - ზაალიშვილმა მსოფლიო ჩემპიონს მოუგო და ფინალშია
თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ბოლო საშეჯიბრო დღის შეხვედრები იმართება. მედლებისთვის ბრძოლას 5 ქართველი განაგრძობს.
ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა გელა ზაალიშვილმა ნახევარფინალში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ კუბელ ენდი გრანდას ლამაზი გდებით მოუგო და ფინალშია.
ფინალში ზაალიშვილის მეტოქე ჯერ არ გარკვეულა.
ასევე ნახევარფინალში იასპარეზებენ ილია სულამანიძე, ლუკა მაისურაძე და ლაშა ბექაური. მექა ღვინიაშვილი რეპეშაჟიდან ბრინჯაოს მედლის მოპოვებას შეეცდება.
ფინალური ბლოკი 17:00 საათიდან დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.