„მერაბ, გშია? რაღაც მოვამზადე...“ - სანდჰეგენმა დვალიშვილი გამოიწვია
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის მებრძოლმა კორი სანდჰეგენმა მარლონ ვერას დამარცხების შემდეგ გაკეთებული კომენტარის დროს მერაბ დვალიშვილს მიმართა და ბრძოლაში გამოიწვია.
სანდჰეგენმა „ჩიტო“ ვერას არბიტრების გაყოფილი გადაწყვეტილებით მოუგო და შემდეგი ბრძოლისთვის დვალიშვილი ისურვა.
„ჩემი მხრიდან დვალიშვილის წინაშე სატიტულო ბრძოლის მოთხოვნა არასწორი იქნებოდა. მერაბი ნამდვილი მხეცია, მე მას დიდ პატივს ვცემ. მაგრამ მე მინდა რეიტინგში პირველი ნომერი ვიყო.
მე ერთი წინადადება მოვამზადე. მართალია, ცოტა უცნაურია... მერაბ, გშია? რაღაც მოვამზადე და არ მოგეწონება!
მას იმიტომ ვიწვევ, რომ ჩემი აზრით, ის დივიზიონის საუკეთესო მებრძოლია. ჩემპიონი სტერლინგია და მის შემდეგ მერაბთან ბრძოლა საუკეთესო ვარიანტია. სწორი არ იქნებოდა, რომ დვალიშვილს თავზე გადავხტომოდი და სტერლინგთან ქამრისთვის ბრძოლა მომეთხოვა. მან იანს მოუგო და ზედიზედ 9 გამარჯვება აქვს. ასეთი მეტოქის დამარცხება მსურს“.
- თქვა სანდჰეგენმა.
მერაბ დვალიშვილმა სანდჰეგენს პასუხი არ დაუგვიანა და გამოწვევა მიიღო:
„წავიდეთ, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს“ - წერს მერაბი ინგლისურად. შემდეგ კი ქართულად ამატებს - „მევიდეეეს!“