ლონდონის ჩელსი, მიუნხენის ბაიერნი, ტომას ტუხელი, ედუარდო მენდი, მატეო კოვაჩიჩი
Aa
Aa

გეგმა შეადგინა - ტუხელს ჩელსის ორი ფეხბურთელი სურს

როგორც მოგეხსენებათ, ტომას ტუხელი მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მისი უკანასკნელი გუნდი კი ლონდონის „ჩელსი“ იყო.

გერმანული მედიის ინფორმაციით, ტომასმა სამუშაო გეგმა შეადგინა და ორი ტრანსფერი მოითხოვა. ტუხელს „არისტოკრატების“ ორი ფეხბურთელი სურს.

საუბარი ედუარდო მენდიზეა, რომელიც გადაწყვეტილია, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ნისლიან ალბიონს დატოვებს.

ხოლო მეორე ფეხბურთელი მატეო კოვაჩიჩია, რომელსაც „ჩელსისთან“ კონტრაქტი 2024 წლის ივნისში ეწურება და ლონდონელები ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებენ. მეტიც, პოტერის დანიშვნის შემდეგ, ხორვატი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იმ სიხშირით ვერ ხვდება, როგორც ადრე.

შეთანხმების შემთხვევაში, ორივე მხარე მოგებული დარჩება. „ჩელსი“ ფულს მიიღებს, ხოლო ტუხელი თავის ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები