ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ნაპოლის გეგმა - ხვიჩას გამოსასყიდი თანხა ცნობილია

ბოლო პერიოდის განმავლობაში ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებით უამრავი კლუბი ინტერესდება. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, „ნიუკასლი“ ნებისმიერი თანხის გადასახდელად არის მზად.

„კაჭკაჭებთან“ ერთად ინტერესს „მანჩესტერ სიტიც“ იჩენს და ამის პარალელურად კვარაცხელიას მადრიდის „რეალსაც“ უკავშირებენ.

რა თქმა უნდა, ეს სიტუაცია „ნაპოლის“ კარგად ესმის და საკუთარი ვარსკვლავის გაყიდვას არ ჩქარობს. გამოცემა Footballtransfers საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. „პარტენოპეი“ ქართველი ფეხბურთელისთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს.

განახლებულ ხელშეკრულებაში კი ხვიჩას გამოსასყიდი თანხა 1.8 მილიარდი შვედური კრონა, ანუ 160 მილიონი ევრო იქნება, რაც მის ყიდვას მნიშვნელოვნად გაართულებს. შეგახსენებთ, რომ „კვარას“ მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აქვს.

ცნობისთვის, ამ მომენტისთვის 22 წლის შემტევი საქართველოს ნაკრებთან ერთად იმყოფება და ნორვეგიასთან გასამართი მატჩისთვის ემზადება, რომელიც 28 მარტს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“იმედი მაქვს ასე გაგრძელდება“ - ჩაკვე გატანილ გოლებზე
“იმედი მაქვს ასე გაგრძელდება“ - ჩაკვე გატანილ გოლებზე