ნაპოლი, ნიუკასლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ხვიჩა ნისლიან ალბიონზე? ნიუკასლი ნებისმიერ თანხას გადაიხდის

ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესი არ წყდება. ქართველ ფეხბურთელს ბოლო პერიოდში აქტიურად უკავშირებენ მადრიდის „რეალს“, თუმცა დღეს ახალი ინფორმაცია გავრცელდა.

Footballinsider-ის ინფორმაციით, „ნაპოლის“ შემტევის გადაბირება „მანჩესტერ სიტის“ და „ნიუკასლს“ სურს. უფრო დიდ ინტერესს „კაჭკაჭები“ გამოხატავენ და იმ თანხის გადასახდელად ემზადებიან, რასაც „პარტენოპეი“ ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ აურელიო დე ლაურენტისის თქმით, ხვიჩა 100 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაიყიდება. წყაროს ცნობით, შესაძლოა გადამწყვეტი ფაქტორი ჩემპიონთა ლიგა გახდეს. თუ „კაჭკაჭები“ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე გავლენ მათი პირველი სამიზნე ქართველი ტალანტი იქნება.

ცნობისთვის, ამ მომენტისთვის „ნიუკასლი“ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 47 ქულით მე-5 ადგილს იკავებს, მაგრამ „კაჭკაჭებს“ სხვა გუნდებთან შედარებით 2 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ის ამ მომენტისთვის საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად იმყოფება და ნორვეგიასთან გასამართი მატჩისთვის ემზადება, რომელიც 28 მარტს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები