სტალე სოლბაკენი
Aa
Aa

„საქართველოსთან ქულები უნდა ავიღოთ“ - სოლბაკენი ბათუმში გამარჯვებას გეგმავს

ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის A ჯგუფის პირველ ტურში ლუის დე ლა ფუენტეს გაწვრთნილმა ესპანეთის ნაკრებმა მალაგაში ნორვეგია 3:0 დაამარცხა.

ესპანეთის ნაკრები მე-13 წუთზე დაწინაურდა, ალეხანდრო ბალდეს საგოლე პასის შემდეგ დანი ოლმომ ანგარიში ახლო მანძილიდან გახსნა. 81-ე წუთზე თამაშში 32 წლის გამოცდილი ფორვარდი ხოსელუ ჩაერთო, რომელმაც 84-ე წუთზე ანგარიში გაზარდა, 85-ე წუთზე დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ხოსელუმ ეროვნულ გუნდში სადებიუტო მატჩი ჩაატარა.

მატჩის შემდეგ ნორვეგიელთა მთავარმა მწვრთნელმა სტოლე სოლბაკენმა პრესკონფერენცია გამართა:

„84 წუთი ძალიან კარგად ვითამაშეთ, 84 წუთით ბედნიერი ვარ, თუმცა შემდეგ უხეში შეცდომების გამო 2 გოლი გავუშვით.  ბიჭებზე არაფრის თქმა შემიძლია ვიდრე ისინი თამაშში ზუსტად იგივეს აკეთებენ, რასაც ვარჯიშებზე ვასრულებთ.

ესპანეთთან გასვლით მატჩში გოლის გატანის 6 შანსი გვქონდა, რაც ცუდი არაა. გოლი რომ გაგვეტანა, ბოლო 100 წელში ნორვეგიის საუკეთესო თამაში იქნებოდა.

რაც შეეხება ოდეგორის წაქცევის მომენტს, ვფიქრობ პენალტი ნამდვილად იყო.

სამშაბათს შემდეგი შეხვედრა გვაქვს, საქართველოსთან მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია, ქულები უნდა ავიღოთ კარგ სასტარტო პოზიციაში რომ აღმოვჩნდეთ. ესპანეთთან მატჩის შემდეგ ჩემი გუნდის ფეხბურთელები იმედგაცრუებას გრძნობენ“.

მარტინ ოდეგორი: „საწყის 80 წუთში კარგი მომენტები გვქონდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ როცა როდრიმ წამაქცია, მსაჯი პენალტს დანიშნავდა, თუმცა ასე არ მოხდა“.

პირველი ტურის შემდეგ ესპანეთი და შოტლანდია ჯგუფის ლიდერები არიან, ნორვეგიისა და კვიპროსის აქტივში 0 ქულაა, ხოლო საქართველოს ჯერ არ უთამაშია.

მეორე ტურში შოტლანდია ესპანეთს უმასპინლებს. შეხვედრა 28 მარტს, 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. ამავე დღეს, სტოლე სოლბაკენის გაწვრთნილი ნორვეგიის ნაკრები ბათუმში საქართველოს დაუპირისპირდება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები