ხვიჩა კვარაცხელია, ფაბიო კაპელო, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„უმაღლესი დონის მოთამაშეა“ - კაპელომ ხვიჩა კიდევ ერთხელ შეაქო

Marca Sport Weekend-თან ინტერვიუში ფაბიო კაპელომ „ნაპოლი“ შესახებ ისაუბრა. მან ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი და ზოგადად ლუჩანო სპალეტის გუნდი კიდევ ერთხელ შეაქო.

„ჩემპიონთა ლიგაზე ნაპოლის“ ფინალამდე გასვლა შეუძლია, გუნდს განსწავლული მწვრთნელი ჰყავს და „ნაპოლიში“ მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ. ოსიმენი და კვარაცხელია ის მოთამაშეები არიან, რომლებიც განსხვავებას ქმნიან. ხვიჩა უმაღლესი დონისაა, ოსიმენი კი ბრწყინვალედ იბრძვის და შთამბეჭდავია საჰაერო ორთაბრძოლებისას.

რაც შეეხება სხვა იტალიურ კლუბებს, „მილანმა“, „იუვენტუსმა“, „რომამ“, „ინტერმა“ ბევრი დაკარგეს. „ნაპოლი“ სერია ა-ს ლიდერია, რაც ადვილად შეძლო, მაგრამ გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზეც კარგად ითამაშა. „ნაპოლი“ ჯგუფში „ლივერპულთან“ ერთად იყო, „ლივერპული“ დაამარცხა და პირველ ადგილზე გავიდა. „ნაპოლი“ რეალობაა, ეს ძალიან, ძალიან კარგი გუნდია“.

კაპელომ ხვიჩას შესახებ არაერთხელ ისაუბრა, პირველი კომენტარი ქართველ ვარსკვლავზე გასული წლის სექტემბერში Sky Sports-თან ინტერვიუში გააკეთა.

,,ხვიჩა ძალიან მომწონს. ჩემმა ქართველმა მეგობარმა მითხრა, რომ ძალიან ძლიერი ფეხბურთელია და უდიდესი პოტენციალი აქვსო, უნდა ვაღიარო, ჩემი მეგობარი მართალი იყო. აპლოდისმენტი ,,ნაპოლის'' წარმომადგენლებს, მათ ხვიჩა დაინახეს და ადრეულ ეტაპზე დაიმატეს. ხვიჩა ნამდვილად ძალიან ძლიერი მოთამაშეა.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 21 მატჩში 11 გოლი შეაგდო. ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილზეა. მას ოსიმენი (21) და ლაუტარო მარტინესი (14) უსწრებენ. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა (10). სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით, კვარაცხელიამ 30 მატჩში 14 გოლი შეაგდო და 14 საგოლე პასი შეასრულა.

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში „ნაპოლის“ მეტოქე „მილანია“. პირველი მატჩი მილანში 12 აპრილს გაიმართება. საპასუხო შეხვედრა18 აპრილს შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პროფესიონალი ფეხბურთელები არ მყავს“ - მონღოლეთის მწვრთნელის პრესკონფერენცია
„პროფესიონალი ფეხბურთელები არ მყავს“ - მონღოლეთის მწვრთნელის პრესკონფერენცია