“შეცდომებზე ვერ სწავლობს“ - ბალოტელიმ მანჩინი გააკრიტიკა
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იტალიამ ინგლისს უმასპინძლ და 1:2 დამარცხდა. „სკუადრა აძურას“ ქომაგები რობერტო მანჩინის სელექციას უწუნებენ.
ევრო 2020-ის ჩემპიონის წინა ხაზში ჩირო იმობილეს ტრავმის დროს აშარად პრობლემებია. მანჩინის გამოძახებული ისეთი ფეხბურთელები ჰყავს, როგორებიც ვილფრიდ გნონტო და მატეო რეტაჯი არიან, რომელმაც გოლი გაიტანა.
ამ საკითხთან დაკავშირებით, თავისი მოსაზრება მარიო ბალოტელიმ დააფიქსირა, რომელმაც იტალიის ნაკრებში უკანასკნელად 2018 წელს ითამაშა.
რა თქვა ბალოტელიმ?
„არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ იტალიას თავდამსხმელის პრობლემა აქვს. დამიჯერეთ, არსებობენ იტალიელი თავდამსხმელი, რომლებიც ძალიან კარგ ფორმაში არიან. სინანული არის მათი გრძნობა, რომლებიც საკუთარ შეცდომებზე ვერ სწავლობენ და მათთვის წარუმატებლობა გაკვეთილი არ არის.“
ცნობისთვის, ვეტერანი იტალიელი ამ განცხადებით მანჩინის შესახებ საუბრობს, რომელიც მისი ნაკრებში გამოძახების კატეგორიული წინააღმდეგია.
იტალია - ინგლისი 1:2