კანი ნაგელსმანზე: ვიგრძენით, რომ ჩვენი მიზნები საფრთხის ქვეშ იყო
მიუნხენის „ბაიერნის“ აღმასრულებელი დირექტორი ოლივერ კანი გუნდიდან იულიან ნაგელსმანის მოულოდნელ დათხოვნაზე პირველად საუბრობს.
„ბოლო დღეები ყველა ჩვენგანისთვის რთული იყო. რთული დღეები იყო. მე ველი, რომ ერთი-ორი ღამე მექნება, როცა ნამდვილად არ მეძინება. ეს მწვრთნელის დათხოვნის პროცესის ნაწილია.
იულიანი შესანიშნავი, ძალიან, ძალიან კარგი მწვრთნელია. ჩვენ ყოველთვის კარგად ვმეგობრობდით პირად დონეზე და ასევე ერთად კარგად ვმუშაობდით. ჩვენ ვალდებულნი ვართ უზრუნველვყოთ კლუბის სპორტული წარმატება. საკუთარ თავს დავუსვით კითხვა: რატომ არის ასეთი რყევები გუნდის თამაშში?
ჩვენ შეგვეძლო მშვიდად ყველაფერი გაგვეთვალისწინებინა და იულიანისთვის მუშაობის გაგრძელების საშუალება მოგვეცა, იმ იმედით, რომ საბოლოოდ სტაბილურობას მივაღწევდით. გუნდმა პსჟ-სთან მატჩებში აჩვენა, თუ რა შეუძლია.
ვიგრძენით, რომ ჩვენი მიზნები ამ და მომავალ სეზონში საფრთხის ქვეშ იყო. ამიტომ მივედით დასკვნამდე, რომ იულიანს დავითხოვდით. ეს ძალიან კარგად გააზრებული გადაწყვეტილება იყო. ეს იყო პროცესი და რა თქმა უნდა, არა ემოციური რეაქცია“,
- განაცხადა კანმა.