Il Mattino: კვარა არ იყიდება! აუქციონი 1 წლით გადაიდო
ნეაპოლური გამოცემა Il Mattino ირწმუნება, რომ დე ლაურენტისმა ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო თემებს წერტილი დაუსვა და ქართველი შემტევი ხელშეუხებელთა სიაში შეიყვანა. მინიმუმ 1 წელია „ნაპოლი“ მის გაყიდვას არ აპირებს.
„დე ლაურენტის ხვიჩა კვარაცხელიას წინ ნამდვილ კედელს აღმართავს, რომელიც არის იმის ნიშანი, რომ ქართველი არ იყიდება. და უმჯობესია ყველა მსურველმა თავიანთი მოთხოვნები გააკონტროლოს. ხვიჩაზე აუქციონი 2024 წლისთვის გადაიდო“,
- წერს Il Mattino.
კვარაცხელიას შესახებ calcionapoli1926-იც წერს და ამბობს, რომ მალე ქართველმა კონტრაქტი უნდა გაახანგრძლივოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შემდეგ მისი დაყოლიება რთული იქნება.
„ბათუმის დინამოდან ნაპოლიმ კვარაცხელია 10 მილიონ ევროდ შეიძინა და ის ევროპაში ყველაზე წარმატებულ ტრანსფერად იქცა. მისი ფასი ახლა 90 მილიონ ევრომდეა, თუ უფრო მეტიც არ ღირს. ის ცოტა ხანში კონტრაქტს განაახლებს, თუ ეს დროულად არ მოხდა, შემდეგ უკვე რთული იქნება მან ევროების წვიმას წინააღმდეგობა გაუწიოს, რომელიც მისი მსურველი კლუბებისგან გარანტირებულად წამოვა“.
როგორც იტალიური პრესა წერს, კვარაცხელია კლუბთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს და მისი ანაზღაურება 3 მილიონ ევრომდე გაიზრდება, ბონუსების ჩათვლით კი 4-მდე ავა.