მარია კაზაკოვა, გიორგი რევია
Aa
Aa

მე-13 ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - კაზაკოვა-რევიას კარიერის საუკეთესო შედეგი

იაპონიაში, კერძოდ კი ქალაქ საიტამაში ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც ქართულმა წყვილმა გიორგი რევია-მარია კაზაკოვამ გამოსვლა დაასრულა და ჯამში 181.22 ქულით მე-13 ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ წყვილმა მათ კარიერაში ჯამურად საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს. რიტმულ ცეკვაში 69.43 ქულით მე-14 ადგილი ხვდათ, რის შედეგადაც საუკეთესო ოცეულში მოხვდნენ და თავისუფალ ცეკვაში გამოსვლის უფლებაც მიიღეს. შემდეგ კი თავისუფალში 111.79 ქულა მიიღეს და მე-12 ადგილი დაიკავეს.

მსოფლიო ჩემპიონატი 25 მარტამდე გაგრძელდება.

დღეს, ყონულზე თავისუფალ პროგრამაში მორის ყვითელაშვილს ვიხილავთ. ყვითელაშვილმა მოკლე პროგრამაში 21-ე ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ 24 მარტს ანასტასია გუბანოვამ მოკლე პროგრამაში 65.40 ქულა მიიღო, თავისუფალ პროგრამაში კი - 119.52 ქულა. ანასტასიას ტექნიკურ ელემენტებში 58.63 ქულა დაუწერეს, მისი პრეზენტაცია 61.89 ქულით შეაფასეს, ხოლო წაქცევის გამო, 1 ქულა დააკლეს. ჯამში მან მე-14 ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტი: „ლაურენტისს ხვიჩასთან დაკავშირებით ეჭვები ჰქონდა“
სპალეტი: „ლაურენტისს ხვიჩასთან დაკავშირებით ეჭვები ჰქონდა“